სოციალური პროექტი
სკოლა : სსიპ ვანის მუნციპალიტეტის სოფელ ბზვანი.
საგანი: მე და საზოგადოება
პედაგოგი: ხათუნა დვალიშვილი
კლასი: III
მოსწავლეთა რაოდენობა: 5,მშობელი, მასწავლებელი.
პროექტის ხანგრძლივობის ვადა: 1 დღე.2019 წლის 7 ოქტომბერი
მარშუტი: ბზვანი-კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი,სათაფლია,გელათი,ბაგრატი,გორის
პარკი.
თემა: გარემო რომელშიც ვცხოვრობ.(ჩემი პატარა სამშობლო)
პროექტის მიზანი: ადგილზე ნახონ და გაეცნონ ღირშესანიშნაოებებს ,შეადარონ
წარსული და აწყმო ერთმანეთს და გაიგონ რა შეიცვალა.
განუვითარდებათ მიღებული ინფორმაციის აღქმის, სინთეზირებისა და დასკვნების
გამოტანის უნარი.გაეცნობიან ღირშესანიშნაობებს,გაეცნობიან ბუნების ამ ლამაზ ქმნილებებს
,თავისი ეგზოტიკური სანახაობებით,გაეცნობიან გიდის პროფესიას.
სტანდარტი.საზ.მეცნ,დაწყ.(I) .5-მშობლიური კულტურის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულებების
გამოვლენა.
საზ.მეცნ.დაწყ.(I).9. მოვლენების
დროსთან დაკავშირება და ტერმინების -ადეკვატურად გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე.
მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს
ექსკურსიას საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში არსებულ ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად.
აქტივობები:
1. მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინტერესიდან გამომდინარე ექსკურსიის
მარშუტის დადგენა.დაასახელეს რამდენიმე ალტერნატივა და ერთი შეაჯერეს. დავგეგმეთ მარშუტი
და მოვახდინეთ შეთანხმება ადმინისტრაციასთან, რათა დაგვეცვა საჭირო რეგულაციები , რომელსაც
განათლების სამინისტრო ითვალისწინებს. გავაცანი უსაფრთხოების წესების დაცვა.
2. სკოლიდან გავედით დილით 8 საათზე.
3.დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი მოვინახულეთ 9-30 საათზე.
4.სათაფლიის ნაკრძალი -12-50
5. გელათის სამონასტრო კომპლექსი-15-00
6. ბაგრატის ტაძარი
რეფლექსია
2019 წლის 7 ოქტომბერს განვახორციელე სოციალური პროექტი
მესამე კლასში თემაზე ,,გარემო რომელშიც ვცხოვრობ".რომელიც შეესაბამება ეროვნულ
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტს.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების, მათი მშობლების ინტერესებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე მოეხდინათ ერთ-ერთი
კუთხის ღირშესანიშნაობების სანახავად ექსკურსიის დაგეგმვა და გიდის პროფესიის გაცნობა.
ასევე შეედარებინათ წარსული და აწყმო ერთმანეთს და გაიგონ რა შეიცვალა. მსურდა მომეხდინა
მათი გუნდურობა, თანამშრომლობა, ინფორმაციის განზოგადება,სინთეზის დასკვნის გამოტანის
უნარი.
პროექტის
ჩატარების შემდეგ ვთვლი, რომ მივაღწიე მიზანს და გავედი შედეგზე, მოსწავლეებს გამოუმუშავდათ
გუნდურობა, თანამშრომლობა, ინფორმაციის მოძიების
განზოგადეების უნარი. საკუთარი მხარის ისტორიის მიმართ გაუჩნდათ სიამაყისა და
დაცვის გრძნობა, ასევე დიდებული მწერლების შემოქმედების მიმართ სიყვარული და პატივისცემა.ძალიან
მოეწონათ სათაფლიის ნაკრძალი თავისი სანახაობებით,კარსტული მღვიმე,დინოზავრების ნაკვალევი.მაგრამ
იქ ჩასვლისას არ მქონდა გათვალისწინებული ტემპერატურის ცვალებადობა და რადგან პატარები
არიან ისინი მღვიმეში შეცივდათ.
მოეწონათ გიდის პროფესია,რომელებიც საინტერესოდ ხსნიდენ
და აწვდიდნენ ახალ ინფორმაციას ბავშვებს.გელათის სამონასტრო კომპლექსი თავისი მეფეებითა
და წმინდანებით აღფრთოვანდნენ,დავითის საფლავთან ლექსები მოყვეს. ექსკურსიის
მსვლელობისას მნიშვნელოვანი პრობლემა არ ყოფილა. თუ არ ჩავთვლით მღვიმეში არსებულ დაბალ
ტემპერატურას. ასევე აგვერია გზა სანავიგაციო სისტემის გაუმართაობის გამო.
მიღებული
გამოცდილებიდან გამომდინარე დავგეგმავ მომდევნო
ექსკურსიას და აღმოვფხვრით ხარვეზებს.
ფოტომასალა:
No comments:
Post a Comment