სოციალური პროექტის გეგმა
ვიზიტი:ვანი-ჭყვიში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმების მონახულება, ვანის ნაქალაქარ-ნაკრძალისა და არქეოლოგიური მუზეუმის დათვალიერება.
სკოლა: ბზვანის საჯარო სკოლა და ბზვანის საჯარო სკოლა.
საგანი:
ქართული
პედაგოგი: ხათუნა დვალიშვილი
კლასი: III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 8 მოსწავლე, 8 მშობელი სკოლის დირექტორი ნარგიზა ტყეშელაშვილი.
პროექტის
განხორციელების ვადა: 1 დღე 2019 წ.
მარშუტი:ბზვანი-ვანი ჭყვიში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი-
ვანის ნაქალაქარ-ნაკრძალი-ვანის არქეოლოგიური მუზეუმი- ბზვანი.
თემა:
ვანის საამაყო შვილების
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის მონახულება.
ვანის ნაქალაქარ-ნაკრძალის
და არქეოლოგიური მუზეუმის დათვალიერება.
პროექტის
მიზანი: მოსწავლეებმა ადგილზე
ნახონ და გაეცნონ დიდი პოეტების გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებს, დაათვალიერონ
საცხოვრებელი სახლი და პირადი ნივთები. გაეცნონ მათ შემოქმედებებსა და ბავშვობის პერიოდებს.
წაიკითხონ დიდი პოეტების ლექსები და შეასრულონ ამ ლექსებზე შექმნილი სიმღერები.განუვითარდეთ
თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.
.მოსწავლეები
მოახდენენ ვანის ნაქალაქარ-ნაკრძალის დათვალიერებას, გაეცნობიან მოპოვებულ და მუზეუმში
დაცულ ექსპონატებს, მოისმენენ გიდის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გაეცნობიან არქეოლოგიურ
მასალებს და დაათვალიერებენ ოქროს უძველეს ნაკეთობების ასლებს.
მუზეუმების
პოპულარიზაცია; თვალსაჩინოების ადგილზე ნახვა და შემეცნება.
შედეგი: მოსწავლეებმა ადგილზე მისვლით ნახეს, გაეცვნენ და დაათვალიერეს
დიდი პოეტების გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმები. მოისმინეს გიდის მიერ
ჩატარებული საუბარი, პოეტების ბავშვობის პერიოდზე შემოქმედებასა და ცხოვრების შესახებ.
მხატვრულად წაიკითხეს გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებისს
ლექსები, შეასრულეს ამ ლექსებზე შექმნილი სიმღერები. მოაწყვეს მინი კონცერტი.
.მოხდა
ვანის ნაქალაქარ-ნაკრძალის დათვალიერება, მუზეუმში დაცული ექსპონატების ნახვა. გიდის
მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღება და გააზრება, ასევე ოქროს ნაკეთობების ასლების
დათვალიერება.
სტანდარტი: ქართ.დაწყ.(I)1 მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის
გამოვლენა საკომუნიკაციო სიტუაციაში.
ინდიკატორი: მოსწავლე სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციაში.
.გასაგებად
გამოხატავს სათქმელს;
.გადმოსცემს
ფაქტებს;
. საჭიროების მიხედვით, ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს ( უსმენს სხვებს,
სვამს/ პასუხობს შეკითხვებს );
.ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს.
ქართ.დაწყ.(I)2 მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაძღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება, გააზრება და გადმოცემა.
ინდიკატორი:
ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას ნაცნობ თემაზე.
. ამოიცნობს
კონკრეტულ ინფორმაციას.
. აკავშირებს
ერთმანეთთან ტექსტში მოცცემულ ინფორმაციას.
. ამოიცნობს
მოსმენილი მხატვრული ტექსტის ემოციურ მდგომარეობას.
. ილუსტრაციებს
უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანმიმდევრომის მიხედვით.
აქტივობა: მოსწავლეთა ორგანიზება
2019 წლის
23 სექტემბერი დილის 9:30 წუთზე შეხვედრა მოსწავლეებთან ბზვანის საჯარო სკოლაში. მოსწავლეებს
გავაცანი უსაფრთხოების წესები და ინტერვენციები, რომლებიც უნდა დაეცვათ ექსკურსიის
მსვლელობისას.
რესურსები:ქუდები, ფოტოაპარატი, ბლოკნოტი ჩანაწერებისთის ,საწერ
-კალამი, ბურთი გასართობად და ყვავილები ძეგლის შესამკობად.
10:00 გავემგზავრეთ
ვანში და გავაგრძელეთ გზა ჭყვიშისაკენ, ჭყვიში 11:30 წუთზე მიღება მოგვიწყო მუზეუმის
თანამშრომელმა ე.ხურცძემ და გიდისი.კიკაბიძის წინამძღოლობით წავედით გალაკტიონ ტაბიძის
სახლ-მუზეუმისაკენ. მან საუბარი წარმართა დიდი
პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.კარგად ჰქონდა გათვალისწინებული მოსწავლეთა ასაკი
და მათთვის ადვილად აღსაქმელად საუბრობდა თითოეულ საკითხზე.
ბავშვებმა
დიდი ინტერესით მოისმინეს და დაათვალიერეს მეფე პოეტის სახლ-მუზეუმი. ბავშვებმა ნახეს
პოეტის აკვანი, შუა ცეცხლი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
შემდეგ
გიდმა გადაგვიყვანა ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმში, ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს პოეტის პირადი ნივთები ზოგს ხელითაც შეეხეს, გულისყურით
უსმენდნენ გიდის საუბარს.ემოციებით დატვირთულებმა იქვე დიდებული პოეტის გალაკტიონის
ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მოაწყვეს სახელდახელო
მინი- კონცერტი.გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მის ლექსებზე შექმნილი
რამდენიმე სიმღერა.
შთაბეჭდილებებითა და განცდებით ნასიამოვნებმა 13:30
წუთზე წავედით ვანისაკენ. 14:30 წუთზე ავედით ვანის ნაქალაქარ-ნაკრძალზე. დიდი იყო
ემოცია რომელიც ნანახმა გამოიწვია ბავშვებში.
გათხრები ნაწილობრივ ახლაც მიმდინარეობს. ამიტომ ყველგან შესვლა არ შეიძლებოდა,
ჩვენივე უსაფრთხოების გამო. თუმცა ნამარხი ქალაქის ზოგიერთი ნაგებობის ნაშთების ნახვამ
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე.მასპინძლობა ო.გაბუნიამ გაგვიწია, მან მოსწავლეები
დიდი სითბოთი მიიღო და უძველესი წარსულისა და არქელოგიური გათხრების ნიმუშებზე გასაგები
საინტერესო საუბარი გამართა. ბავშვები უსვამდნენ შეკითხვებს რომლებზეც მათი ასაკის
შესაბამისი პასუხით სცემდა, დიალოგში ხშირად ერთვებოდა სკოლის დირექტორიც, ქალბატონი
ნარგიზა ტყეშელაშვილი, რომელიც ნასიამოვნები იყო ბავშვთა დაინტერესებით, მათი აზრიანი კითხვებითა და დიალოგით.
დათვალიერების
შემდეგ მოხდა ჩანაწერების გაკეთება, ადგილზე ნანახის ერთმანეთზე გაზიარება,
სურათების გადაღება.
ნანახითა
და ამაღლებული განცდებით აღფრთოვანებულებმა და ნასიამოვნებმა, მხიარული განწყობით
17:00საათზე გამოვემგზავრეთ ბზვანში.
რეფლექსია
2019 წლის 23 სექტემბერს ჩემს მიერ ჩატარებული სოციალური
პროექტი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტს. ჩემს მიერ
განხორციელებული პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების თხოვნითა და საჭიროებებიდან გამომდინარე
მომეხდინა ვანის საამაყო შვილების დიდებული პოეტების გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების
ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა მათსახლ-მუზეუმში ადგილზე მისვლითა და დათვალიერებით.
ასევე ვანის როგორც უძველესი ანტიკური ქალაქის წარსულის
გაცნობა, ვანის არქეოლოგიური გათხრების ნახვა და სამუზეუმო ესქპონატების დათვალიერება.
მსურდა მომეხდინა მათი გუნდურობა, თანამშრომლობა, ინფორმაციის
განზოგადება,სინთეზის დასკვნის გამოტანის უნარი.
მუზეუმის
ექსპონატების ნახვით მშვენიერების აღქმისა და საკუთარი წარსულის სიამაყის გრძნობის
გამომუშავება, ჩვენი მხარის დიდებული პოეტების , გალაკტიონისა და ტიციანის შემოქმედებისადმი
პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობის გამომუშავება.
პროექტის
ჩატარების შემდეგ ვთვლი, რომ მივაღწიე მიზანს და გავედი შედეგზე, მოსწავლეებს გამოუმუშავდათ
გუნდურობა, თანამშრომლობა, ინფორმაციის მოძიების
განზოგადეების უნარი. საკუთარი მხარის ისტორიის მიმართ გაუჩნდათ სიამაყისა და
დაცვის გრძნობა, ასევე დიდებული პოეტების შემოქმედების მიმართ სიყვარული და პატივისცემა.
მნიშვნელოვანი
პრობლემა არ ყოფილა თუმცა იყო მცირეოდენი ხარვეზი, რომელიც გამოწვეული იყო იმით რომ
დილით ცოტა წამოწვიმა და წასვლამდე მცირე ხანს შევყონდით, ცოტა ციოდა.თუმცა წვიმამ
მალე გადაიღო და ყველაფერი გეგმის შესაბამისად განხორციელდა.
მიღებული
გამოცდილებიდან გამომდინარე მომდევნო ექსკურსიის დაგეგმისას წინასწარ გავიგებთ ამინდს,
მის შესაბამისად დავგეგმავთ დროს და აღმოვფხვრით ხარვეზებს.
No comments:
Post a Comment