საწრეო მუშაობა
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ბზვანის საჯარო
სკოლა
საწრეო მუშაობა
ბუნების წრის დასახელება: „ვისწავლოთ თავის
მოვლა“
2019-2020 საწავლო წლის I სემესტრში ჩამოყალიბდა აღნიშნული წრე, რომელშიც
ნებაყოფლობით გაწევრიანდა დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
საწრეო მუშაობის ჩატარება კვირაში ერთხელ,
სამშაბათს მეექვსე გაკვეთილზე დაიგეგმა.
სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 8 სამუშაო
შეხვედრა.
წრის მიზანი: მოსწავლე
შეძლებს:
1. პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობას და კვლევითი
უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
2. სიცოცხლის ძირითად ნიშნების ამოცნობას
3. საცხოვრებელი გარემოს მნიშვნელობაზე
მსჯელობას
4. თანამშრომლობითი უნარების განვითარებას
5. მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოყენებას
წრის მნიშვნელობას წარმოადგენს გამოვლენილი
პრობლემის აღმოფხვრა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.
საწრეო მუშაობას ხელს შეუწყობს სხვადასხვა
რესურსების გამოყენება; (ბუნების სახელმძღვანელოები, სამუშაო რვეულები, კლასგარეშე
ლიტერატურა, დაფა, ცარცი, ფლიფჩარტები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები,ბუკი,
ინტერნეტი, პროექტორი და სხვ.)
წრეში გაწევრიანებული მოსწავლეთა
რაოდენობა: 8 მოსწავლე.
წრის ხელმძღვანელი: დაწყ.კლასების მასწავლებელი - ხათუნა დვალიშვილი
წრის პროგრამა
შეხვედრების განრიგი
№
|
თემის სახელწოდება
|
საათების რაოდენობა
|
1.
|
ადამიანის სხეულის ნაწილები
|
1 სთ.
|
2.
|
რატომ გავუფრთხილდეთ სხეულის ნაწილებს
|
1 სთ.
|
3.
|
ვირუსები და ინფექციები
|
1 სთ.
|
4.
|
ვარჯიში და ჯანმრთელობა
|
1 სთ.
|
5.
|
სწორი კვება
|
1 სთ.
|
6.
|
დღის რეჟიმი
|
1 სთ.
|
7.
|
ბუკლეტებით საზოგადოების ინფორმირება
|
1 სთ.
|
8.
|
პრეზენტაცია/შეჯამება-შეფასება
|
1 სთ.
|
No comments:
Post a Comment