Wednesday, October 30, 2019

სოციალური პროექტი


1. სოციალური პროექტის თემა
მზის სისტემა
2. სწავლების საფეხური და კლასი
ხანგრძლივობა
დაწყებითი III კლასი
1 დღე (2019 წლის 23 ოქტომბერი)

3.მასწავლებლების სახელი, გვარი
ხათუნა დვალიშვილი
4. მოსწავლეთა რაოდენობა
8 მოსწავლე
5.გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
მიზანი: 
მოსწავლეებმა უნდა გაიგონ: რა შედის მზის სისტემაში
რამდენი პლანეტა ბრუნავს მზის გარშემო
სიტყვა პლანეტის განსაზღვრება
დაიმახსოვრონ: პლანეტების სახელწოდებები
ორბიტის განსაზღვრება
ტელესკოპის განსაზღვრება
განასხვაონ: პლანეტები და თანამგზავრები
ვარსვლავებისაგან
შექმნან: მზის სისტემის ჩანახატები
(უკეთ დამახსოვრებისათვის)
გაანალიზონ: გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია და
გამოყონ მთავარი
გამოიმუშაონ: მსჯელობის, პრაქტიკული აზროვნებისა
და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები 
გაიხსენონ ლექსები მზის სისტემაში შემავალ ციურ სხეულებზე
გაიხსენონ ლექსები მზის სისტემაში შემავალ ციუსხეულებზერ
გაიხსენონ სიმღრები მზის სისტემაში შემავალ ციურ სხეულებზე
დახატონ, შექმნან: მზის სისტმის მარტივი სქემა
დაიმახსოვრონ: პლანეტების სახელები



7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
შედეგი: 
გასცეს პასუხი კითხვას რას გულისხმობს მზის სისტემა. რამდენი პლანეტა შედის მასში. როგორ არიან მზის მიმართ განლაგებულნი, რატომ ეწოდათ პლანეტები, რომ დედამიწის თანამგზავრია მთვარე, რომ პლანეტბი მოწესრიგებულად დადიან, გაიგეს ტელესკოპის მნიშვნელობა, რომ პლანეტბს თავისი შუქი არ გააჩნიათ, რომ მზესთან ყველაზე ახლო პლანეტა მერკურია, პლანეტების სახელწოდებები დაიმახსოვრესგაიგეს რა არის თანამგზავრი.
გაიხსენეს ის ლექსები რომლბშიც მოხსენებული იყო მზის სისტემაში შემავალი ციური სხეულების სახელები(მზე, დედამიწა, მთვარე)
გაიხსენეს ლექსები  მზეზე, მთვარეზე, დედამიწაზე.
სიმღერა დაუკავშირეს მზის სისტემაში შემავალ ციური სხეულების სახელებს. ორივე გუნდმა მოახრხა მზის სისეტმის დახატვა. ერთ-ერთმა გუნდმა შარჟის სტილში შექმნა ჩანახატი: დიდი მზე სუფრის თავში(როგორც ოჯახის უფროსი), ხოლო პლანტები მაგიდის ირგვლივ სკამებზე ჩამოსვეს.










8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
ზარის დარეკვისთანავე შევდივარ კლასში და ვამოწმებ    დასწრებას.
ვსვამ კითხვებს გონებრივი იერიშისათვის : (მოვამზადო ნიადაგი ახალი მასალის ახსნისათვი)
1.                  რას ნიშნავს სიტყვა კოსმოსი?
კოსმოსი ძველი ბერძნული სიტყვაა და წესრიგს ნიშნავს
2.                  რომელია ციური სხეულები?
ვარსვლავები, პლანეტები, მზე, მთვარე...
3.                  როგორ ციური სხეულია მზე?
მზე უზარმაზარი გავარვარებული ციური სხეულია
კლასს ვეკითხები რა იციან მზის სისტემის შესახებ?
რა ვიცით?
რა მინდა ვიცოდე : რას გულისხმობს მზის სისტემა, რისგან შედგება იგი?
ვიწყებ მინი ლექციას თემაზე: მზის სისტემა(გაიგონ რა არის მზის სისტემა)
მზის სისტემის ნაცვლად შეიძლება ვიხმაროთ სიტყვა მზის ოჯახი.
როგორც თქვენი ოჯახი შედგება რამდნიმე წევრისაგან , ასევე მზის ოჯახიც შდგება რამდენიმე წევრისაგან, და ამ წევრებს ჰქვია არა დედა, მამა, და, ძმა, არამედ პლანეტები, რომელთა რაოდენობა არის 9. თითოულს თავისი სახელი ჰქვია: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი(ამ დროს დაფაზე ვხატავ მზის სისტემას ორბიტის თანხლბით).
გავარკვიოთ, რატომ ეწოდა მზის ოჯახის წევრებს პლანეტები.
ადამიანები უძველესი დროიდან აკვირდებოდნენ ცას და დაასკვნეს, რომ: ღამით ცაზე ვარსკვლავებს , რომ ვუწოდებთ, ისინი ისე ამოდიოდნენ და ჩადიოდნენ , რომ მათ შორის განლაგება არ იცვლებოდა, მხოლოდ ამ წესს არ ემორჩილება 5 ციური სხეული, ისინი ცაზე მოძრაობდნენ განსხვავებულად, ამიტომ მათ ქართველებმა ''ცთომილები '' უწოდეს, თითქოს შეცოდმით დადიანო ცის სივრცეში, ხოლო ძველი დროის ბერძნებმა ამ სხულებს ''პლანეტები'' შეარქვეს, რაც ხეტიალს, უწესრიგოდ მოძრაობას ნიშნავს. სინამდვილში მოწესრიგებულად დადიან, ერთმანეთის გზაზე არ გადადიან.
ხუთი პლანეტა იმიტომ შეამჩნის , რომ მაშინ ადამიანბი შეუიარაღებული თვალით მეტ პლანეტას ვერ ხედავდნენ. შემდგომ გამოიგონეს ხელსაწყო ტელესკოპი, რომლითაც ციურ სხეულებს აკვირდებოდნენ და ასე გაირკვა 9 პლანეტის არსბობა.
იმ გზას, რომელსაც პლანტები მზის გარშემო შემოვლისას გაივლის ორბიტა ეწოდება.
ვარსკვლავები მზის სისტემაში არ შედიან, ისინი მათ ოჯახის გარე მეზობლები არიან. ვარსკვლავებს გააჩნიათ თავიანთი სინათლე , რადგან ისინი გავარვარებულები არიან. 9 პლანეტიდან 7-ს გააჩნია თავისი პატარა შვილები, მათ თანამგზავრბი ეწოდება. მაგ. ყველაზე დიდ პლანეტა იუპიტერს 16 თანამგზავრი ჰყავს. დედამიწის თანამგზავრს ყვლანი იცნობთ, ის მთვარეა. პლანეტებს და მათ თანამგზავრებს საკუთარი სინათლე არ გააჩნიათ, ისინი მზის სხივებით ნათდებიან.
განწყობისათვის: შვილი ეკითხება მამას:
- მამი, მამი, მთავრეზე ადამიანები ცხოვრობენო?
- ვერ ხედავ შუქი უნთიათო! პასუხობს მამა.
(დრო 5წთ.)
პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ სლაიდებს(რათა უკეთ დამახსოვრონ. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო) მზის სისტმის შესახებ.
კითხვები გონებრივი იერიშისათვის:
1. რა არის მზის სისტემა?
მზის სისტემა არის მზის ოჯახი. მის გარშემო მბრუნავი პლანეტბი და მათი თანამგზავრები
2. რისგან შედგება მზის სისტემა?
მზის სისტემა შედგება მზისა და 9 პლანეტისაგან
3. რა არის ტელესკოპი?
ხელსაწყო, რომლითაც ციურ სხეულებს აკვირდბიან
4. შედიან თუ არა ვარსკვლავები მზის სისტემაში?
არა
ვიყენებთ როლებით თამაშის მეთოდს (გაგებულის პრაქტიკული განხორციოელებისათვის და უკეთ დამახსოვრბისათვის)
ვდგამთ მინი სპექტაკლს : მზის სისტმის პლანეტები როგორ არიან განლაგებულნი და როგორ მოძრაობენ მზის გარშემო. თავზე უკეთდება მზისა და პლანეტების ფოტოსურათებისგან გაკეთებული გვირგვინი და მოძრაობენ მზის ირგვლივ. ლენტის საშუალებით ვაკეთებთ მერკურისა და პლუტონის ორბიტებს.
მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ გამოჭრილ ფერად წრეებს პლანეტების სახელწოდებით: მერკური(ყვითელი), ვენერა(წითელი), დედამიწა(მწვანე)...
ვთხოვ იმ მოსწავლეებს, რომლბსაც ერთი ფრის წრეები შეხვდათ შქმნან ერთი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში ხვდბა 4-4 ბავშვი(რათა ამორჩევის გარეშე ადვილად დაამყარონ ნებისმიერ კლასელთან თანამშრომლობა)
სულ 2 ჯგუფია: ვენერა, დედამიწა
ვირჩევ დამკვირვებელს, რომელსაც ვაძლევ დავალბას დააკვირდეს ჯგუფის წევრებს და შემივსოს კითხვარი:
1.                  ვინ აქტიურობს
2.                  ვინ თანამშრომლობს
3.                  ვინ უშლის ხელს
დაფაზე ვწერთ გუნდის დასახელებებს(რათა თვალსაჩინო იყოს შედეგები) და ვაკთებ შეფასების რუბრიკას- გუნდურს და ინდივიდუალურს.(გუნდური ფასდება- სწორი პასუხი-1 ქულით,არასწორი 0 ქულით, არასრული 0.5 ქულით)

1.პრეზენტაცია
2.კითხვაზე პასუხი
3.თვალსაჩინოების
გამოყენება
4. დასკვნა
 (შევამოწმო როგორ გაიგეს ახალი მასალა)
დავალება 1. ბავშვებმა უნდა მოიფიქრონ ნასწავლი ლექსები;  მზის სისტემაში შემავალი პლანეტებისა და თანამგზავრების შესახებ.
 ლექსი: ''მზეო ამოდი, ამოდი,
ნუ ეფარები გორას
სიცივეს კაცი მოუკლავს
საწყალი აგერ გორავსა.
 ლექსი; ''მზე დედაა ჩემი,
მთვარე მამა ჩემი,
ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი''
დავალება 2: მოიფიქრონ სიმღერა იმავე თემაზე.
 სიმღერა: ''მზო მზეო ცხრათვალა
ვის უცინი ვისა,
შენ გიცინი პატარა,
დილამშვიდობისა''

 სიმღერა: ''აქაც მე ვარ,
იქაც მე ვარ,
იმიტომ რომ, მზე ვარ მზე ვარ
ვებერთელა დედამიწამ,
ვებერთელა დედამიწამ,
თვალი გაახილა''.
3. დახატონ მზის სისტმა ანუ ოჯახი.შეუძლიათ სასაცილოდ.
ორივე გუნდმა კარგად გაართვა თავი, თუმცა ორიგინალური იყო ''დედამიწა'', რომლმაც დახატა მაგიდა, რომლის თავში დასვა დიდი მზე(როგორც ოჯახის უფროსი) და გვერდით სკამებზე მიუსვა პლანეტები
დავალება
4. წინასწარ დახატული მქონდა თაბახის ფურცლებზე მზის სისტემა, ორბიტები პლანეტების გარეშე, სადაც ფერადი ფლომასტერით მინიშნბული და დანომრილი მქონდა ორბიტაზე ჩაჭრილი ადგილები.გამოჭრილი მქონდა ცალკე მინიატურული ფორმის პლანეტები. მინიატურული პლანეტები უნდა ჩაესვათ შესაბამის ორბიტბზე.
დავალება ყველამ შეასრულა.
დავალება
5. ჯგუფებს უნდა გაეკეთებინათ დასკვნა: ჩამოეწერათ რა გაიგეს ახალი მასალიდან.

''ვენერა'': ტელესკოპი არის ხელსაწყო ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად. მზის სისტემაში შედის 9 პლანეტა: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი. პლანეტების ირგვლივ მოძრაობენ თანამგზავრები. დედამიწის თანამგზავრია მთვარე, იუპიტერს, ყველაზე დიდი პლანეტას 16 თანამგზავრი ჰყავს. პლანეტები ნათდებიან მზის შუქით.
''დედამიწა'': პლანეტა ნიშნავს მოხეტიალეს. სულ 9 პლანეტაა. მზესთან ყველაზე ახლოსაა მერკური.ციური სხეულებია მთვარე, დედამიწა, მზ
დავალება 6: ბოლოს გუნდები უსვამენ ერთმანეთს თითო შეკითხვას:
1.                  ჩამოთვალე პლანეტები
მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი.

2.                  რა არის ორბიტა?
გზას რომელსაც პლანეტები გადიან მზის გარშემო.



ბოლოს დამკვირვბელი  მიბრუნებს შევსებულ კითხვარს. აქტიურობს ყველა, ხელს არავინ უშლიდა გაკვეთილის პროცესს.
დავალება: მოიფიქრონ ზღაპარი მზის სისტემაში შემავალი პლანტების მონაწილეობით.(რათა დაისწავლონ და განამტკიცონ ახალი მასალა)
1.


9. შეფასება
 მთელი კლასი ჩართულობაში ფასდბა 10 ქულით.
ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.









10.საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
1.                  კომპიუტერი და პროექტორი .

2.                  მზის სისტემის პლაკატები და ფოტოსურათები.
3.                  მზის სისტემის მინიატურული მოდელი
4.                  ფერადი წრები ჯგუფების შესაქმნელად
5.                  ლენტი ორბიტის იმიტაციისათვის
6.                  გუნდების სახელწოდებების მაკეტი
7.                  დაფა, ცარცი
8.                  ფურცლები და ფანქრები
ნაბეჭდი: სახელმძღვანელო ''სამყარო'' (კვანტალიანი, გელაშვილი) გვ. 9 2008 წ.
ელექტრონული: www.google.ge (საძიებელი სიტვა: მზის სისტმა(solar system))
office presention
შეფასების ფურცელი
შედგები
4-5 ქულა
6-7 ქულა
8-10 ქულა
1. პრეზენტაცია
ლოგიკა დარღვეულია და ბუნდოვანი
ლოგიკურად არის აგებული მცირე ხარვზებით
ლოგიკურადაა აგუებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია
2. შეკითხვბზე პასუხი
უჭირს პასუხის გაცემა
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
ყველა კითხვას პასუხობს
3. თვალსაჩინოების გამოყენება
ვერ იყენბს
იყენებს მწირად
იყენებს შესაბამისად
4. დასკვნების გაკეთება
ვერ აკეთებს. არის მცდელობა
არის მცდელობა, დასახვეწია
ლოგიკურად კარგად ჩამოყალიბებულია

             რეფლექსია
2019 წლის 23 ოქტომბერს ჩავატარე სოციალური პროექტი ბუნებაში. გაკვეთილის თემა იყო: ,,მზის სისტემა.’’
გაკვეთილის დასაწყისში გამოვიყენე გონებრივი იერიშის მეთოდი და კითხვების დასმით გავახსენე მოსწავლეებს თუ რა იციან მზისა და ვარსკვლავების შესახებ,რომელი პლანეტები გაუგიათ, რა ინფორმაციას ფლობენ ბუნებრივი მოვლენების შესახებ.
  გამოვიყენეთ ინტერნეტი. მოვიძიეთ ინფორმაცია, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. იმუშავეს ჯგუფებშ და მოახდინეს პრეზენტაცია. შეასრულეს ნახატები, გაიხსენეს ლექსები და სიმღერები ციურ სხეულებზე.
   ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებმა გაიგეს თუ რა მნიშვნელობა აქვს მზეს. განასხვავებენ პლანეტებსა და თანამგზავრებს ვარსკვლავებისაგან. გაიგეს თუ ვინ აწარმოებს კოსმოსში კვლევას.

No comments:

Post a Comment