Monday, October 14, 2019

სოციალური პროექტი- ჯანსაღი ცხოვრების წესი და დღის რეჟიმი


სოციალური პროექტი
საგანი: ბუნება.
სკოლა: სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა.
სწავლების საფეხური/ კლასი: დაწყებითი.  III-კლასი.
მასწავლებელი: ხათუნა დვალიშვილი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 8.
თემა:,, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დღის რეჟიმი“.
ხანგრძლივობა: ერთი დღე, 2019 წლის 9 ოქტომბერი.
მიზანი: ბუნ.III.3. მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         აკვირდება და აღწერს თამაშის დროს შესრულებულ მოძრაობებს. ( მაგ:სრიალი, ტრიალი, ქანაობა.)
·         ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩამოთვლის სხვადასხვა სხეულის ( მაგ: ადამიანი, ცხოველი, მანქანა, გემი, თვითნფრინავი) მოძრაობის მაგალითებს და აჯგუფებს მათ სისწრაფის მიხედვით.
·         აკვირდება და ასახელებს მოძრავი ობიექტის ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც ის (ობიექტი) გადაადგილდება.(მაგ: ბორბლები, ფეხები, ფრტები);

აქტივობაN1. წინარე ცოდნის გააქტიურება. (გონებრივი იერიში).                                
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეები გაიხსენებენ, რომ სხეულს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება; სხეულის ჯანმრთელობისა და სიჯანსაღისთვის აუცილებელია ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიში.
-რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი ჯანმრთელი იყოს?
შევქმნით ,, აზრობრივ რუკას“.

აქტივობაN2.გამამხნევებელი ვარჯიშების შესრულება.                                                      
აქტივობაN3. ტექსტის გააზრება. (ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია).                        
მოსწავლეებს გავყოფ ორ ჯგუფად და ვთხოვ თითოეულმა ჯგუფმა შეადგინონ დღის რეჟიმი დილიდან, გაღვიძების შემდეგ საღამოს დაძინებამდე ისე, რომ გაითვალისწინონ ჯანსაღი ქცევები. მოახდენენ პრეზენტაციას.
აქტივობაN4.კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.                                                            
მოსწავლეებს ვუკითხავ ტექსტს,,ლიზას დღის რეჟიმი’’ და შევდივართ LearningApps.org-ში და ვთხოვ მათ დაალაგონ სერიული სიუჟეტური ნახატები თანმიმდევრობით.


აქტივობაN5. გაკვეთილის შეჯამება.                                                                                       
მოკლედ შევაჯამებ ამ გაკვეთილის აქტივობებს და შეძენილ ცოდნას გაიღრმავებენ კითხვა-პასუხით.
აქტივობაN6.საშინაო დავალების მიცემა.                                                                        
წაიკითხონ და ჩაასწორონ დღის რეჟიმი, გააკრან კედელზე და ყოველდღიურად დაიცვან იგი. 



 რეფლექსია.
2019-წლის 9 ოქტომბერს მესამე კლასში ჩავატარე სოციალური პროექტი ბუნებაში.
გაკვეთილის თემა იყო: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი და დღის რეჟიმი“.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება საინტერესოა მოსწავლეებისათვის, რადგან ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ.
გაკვეთილის დასაწყისში გამოვიყენე გონებრივი იერიშის მეთოდი და კითხვების დასმით გავახსენე მოსწავლეებს თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ სხეულის სიჯანსაღესა და ჯანმრთელობის შესახებ. რა უნდა იცოდნენ ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობაზე.
ვიმუშავეთ ინტერნეტში და გამოვიყენე http:// LearningApps.org / kreateApp.php-ში  წინასწარ შექმნილი რესურსი.
იმუშავეს ჯგუფებში და მოახდინეს პრეზენტაცია, რამაც ცხადყო, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწოდებულმა ინფორმაციამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შეძლეს ინფორმაციის დახარისხება, გააზრება და გაგება. გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება დაგამოიტანეს სათანადო დასკვნები. შეასრულეს გამამხნევებელი ვარჯიშები და ახსენენ საკუთარი არჩევანი.
მომავალში, ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში აუცილებლად დავგეგმავ გაკვეთილს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, რადგან ამ ფორმით ჩატარებული გაკვეთილი ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი, კრიტიკული, პრეზენტაციის უნარების განვითარებას.





No comments:

Post a Comment