Thursday, November 28, 2019

საწრეო მუშაობის რეფლექსია


საწრეო მუშაობის რეფლექსია
       
ბუნების წრე  (პედაგოგი ხათუნა დვალიშვილი)

         2019 – 2020  სასწ.წლის პირველ სემესტრში  ჩამოვაყალიბე ბუნების  წრე, რომელიც მოიცავდა 8 სამუშაო შეხვედრას.
 წრის მიზანი იყო   საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში:
1.     მოსწავლეთა პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება
2.      სიცოცხლის ძირითადი ნიშნების ამოცნობა
3.      საცხოვრებელი გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა
4.     თანამშრომლობითი უნარების განვითარება
5.     მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებზე დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ მათში არსებობდა საკუთარ თავზე ზრუნვის დეფიციტი. სწორედ ეს პრობლემა დაედო საფუძვლად ბუნების წრის ჩამოყალიბებას. მოსწავლეებს შევთავაზე სურვილის არსებობის შემთხვევაში ჩართულიყვნენ საწრეო მუშაობაში, სახელწოდებით: „ვისწავლოთ თავის მოვლა“
საწრეო მუშაობაზე გამოვიყენეთ მრავალფეროვანი რესურსი: თაბახის ფურცლები, საწერ-კალმები, ფერადი ფანქრები, წებოვანი ფურცლები,დაფა, ცარცი, მაგნიტები,ფლიფჩარტები, კომპიუტერები, ინტერნეტი და III  კლასის ოთახი.
წრის მუშაობა განაწილებული იყო 8 სამუშაო კვირაზე.
მაღალი იყო მოსწავლეთა დასწრება და ჩართულობა პროცესში.
ვიყენებდი მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს: დიკუსია, გონებრივი იერიში, აღწერითი საუბრები, მინი ლექცია, აპლიკაციები.
ვიყენებდი მუშაობის სხვადასხვა ფორმებს: ინდივიდუალური, წყვილური, ტრიადები, ჯგუფური და გუნდური, რაც თანამშრომლობითი უნარების განვითარებას უწყობდა ხელს. ისინი იცავდნენ ქცევის წესებს და მუშაობაც მიმდინარეობდა პოზიტიურ გარემოში.
საწრეო მეცადინეობები მეტად საინტერესოდ ჩატარდა. მან ხელი შეუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოსწავლეები დაინტერესდნენ იმ საკვების ღირებულებებით, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევენ; აგრეთვე მეტ ყურადღებას იჩენენ ვირუსებისა და ინფექციების მიმართ.
წრეში ჩართულობამ მოსწავლეებში გააღვივა თვითრეალიზაციისა და კომუნიკაციის უნარები.
მუშაობის პროცესში თავი იჩინა მცირედმა ხარვეზებმაც, კერძოდ, რამდენიმე მოსწავლე ვერ დაესწრო ყველა მეცადინეობას და შედეგად გამოიკვეთა დაბალი აქტივობა რიგ საკითხებში.
მე, როგორც წრის ხელმძღვანელი, კმაყოფილი ვარ წრის მუშაობით, რადგან საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. ისინი შეუდგნენ სწორი დღის რეჟიმით ცხოვრებას. თავს არიდებენ არაჯანსაღი საკვები პროდუქტების შეძენასა და მიღებას.
ფოტომასალა:






No comments:

Post a Comment