სოციალური პროექტი
,,ჩვენ და ბუნება"
პროექტის ავტორი: ხათუნა დვალიშვილი
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა.
საფეხური: დაწყებითი
კლასი: III
პროექტის განხორციელების დრო 2 კვირა.
(2019 წლის 4ნოემბერი-18 ნოემბერი)
პროექტის სრული დასახელება:
"ჩვენ და ბუნება" დავიცვათ გარემო
პროექტის აქტუალობა და მოკლე შინაარსი:
ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან სუფთა გარემოს მნიშვნელობას და
გაითავისებენ, რომ ბუნება, რომელიც ყველაფერს გვაძლევს ცხოვრებისათვის, ჩვენგან მოფრთხილებას
და დაცვას მოითხოვს.
გარემოს დაბინძურება ნარჩენებით და
ბუნებრივი რესურსების არასწორი გამოყენებით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დედამიწაზე.
პროექტის სწავლება თანამშომლობითი სწავლების მეთოდია, მოსწავლეები ახდენენ პრობლემის
იდენტიფიცირებას, გადაჭრის გზების ძიებას.
მოსამზადებელი ფაზა: პროექტში მოსწავლეებმა
იციან გარემოზე ზრუნვა, რის შესახებაც ცოდნა წინა გაკვეთილებზე აქვთ მიღებული.
მასწავლებელი განუმარტავს კლასს პროექტის
მიზანს.
კრიტიკის ფაზა: ამ ფაზაში ვამხნევებ
მოსწავლეებს, რათა მოეხსნათ დაძაბულობა, შიში და მივცეთ აზრის თავისუფლად გამოხატვის
საშუალება.
ფანტაზიის ფაზა: ამ ფაზაზე მოსწავეებმა
პრობლემის მოგვარების გზები უნდა დასახონ საკუთარი ფანტაზიის გამოყენებით და ნაკლებად
უნდა იფიქრონ იმაზე თუ რამდენად იქნება განხორციელებადი მათი იდეები.
განხორციელების ფაზა: ამ ეტაპზე წინა
ეტაპზე გამოთქმული მოსაზრების მისადაგება მოხდება რეალობასთან, იდეები უნდა დაკონკრეტდეს,
გაეცეს პასუხები კითხვებს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
რას ხედავთ გარემოში? როგორ ჩნდება ნაგავი? ვის ელოდება საფრთხე ამ გარემოში? როგორ
დავიცვათ გარემო დანაგვიანებისგან?
შინაარსობრივი კითხვები: როგორ გგონიათ
ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო? შესაძლებელია თუ არა დანაგვიანების თავიდან
აცილება? არის თუ არა დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა? პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო
ამის თავიდან ასაცილებლად? თვლი თუ არა გარემოს დაცვას შენს მოვალეობად?
პროექტის მიზანი და შედეგები: დაკვირვების
შედეგად არსებობს ლოკალური გარემო, განასხვაონ სუფთა და დანაგვიანებული ადგილები, გამოთქვან
საკუთარი აზრი, იმსჯელონ მისი თავიდან აცილების საშუალებებზე, გააცნობიერონ გარემოს
დაუცველობით გამოწვეული საფრთხე, შეძლონ გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური
პრობლემების გადაწყვეტაში, გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდათ
გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, რომელმაც გავლენა მოახდინა თანატოლებზე, საზოგადოებაზე
და ერთობლივად მოახდინეს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილება.
მოსწავლეებს განუვითარდათ კრიტიკული
აზროვნება და პრობლემის გადაჭრის გზები.
სტანდარტი: რისი გაკეთება შემიძლია
სასკოლო გარემოს გასაუმჯობესებლად ჩემს თანატოლებთან ერთად (მაგ: სივრცის გალამაზება,
გამწვანება, დასუფთავება, ეზოს მოწყობა).
საზოგადოებრივი მეცნიერება, დაწყებითი
(I) 6.17.
რატომ და როგორ უნდა დავიცვა ჩემი
თემის ბუნებრივი და კულტურული გარემო?
საზოგადოებრივი მეცნიერება, დაწყებითი
(I) 5.17.
შეხვედრა1: პროექტს ვიწყებთ მოსამზადებელი
ფაზით. გავაცნობ მიზანს, წესებს თუ როგორ წარიმართოს პროექტი. წინარე ცოდნის გააქტიურების
მიზნით შევავსებინებ სქემებს, ვიცი, მინდა ვიცოდე. ჩავუტარებ მინი ლექციას გარემოს
დანაგვიანების შესახებ, თუ როგორ ჩნდება ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაუსრულებლად
დანაგვიანება. შევთავაზებ ექსკურსიას ბუნებრივ გარემოში, სკოლის გამწვანებულ ტერიტორიაზე.
კითხვა-პასუხით გავარკვევ რას ხედავთ გარემოში? რა ხმები გესმით? გსიამოვნებთ თუ არა
ამ ხმების მოსმენა? შემდეგ ვთხოვ შეისუნთქონ სუფთა ჰაერი და ამოიცნონ რისი სურნელია.
აქტივობის მიზანია; შეიცნონ და აღიქვან
გარემო არამარტო მხედველობით, არამედ სხვა გრძნობათა ორგანოების დახმარებით.
საკლასო ოთახში დაბრუნების პასუხობენ
კითხვებს და აკეთებენ პოსტერს რისი გაკეთება შეგიძლია შენ ბუნების დასაცავად?
გამოაკრავენ საკლასო ოთხში.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მონაწილეობა
მიიღონ სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად დასუფთავების აქციაში, რის შესახებაც სთხოვეს
დირექციას გამოუყოს ხელთათმანები, პოლიეთილენის პარკები და სხვა სკოლის მოსწავლეებთან
ერთად წავიდნენ დასასუფთავებლად. დაასუფთავეს გარემო, შეაგროვეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები,
მოათავსეს პოლიეთილენის პაარკებში და ჩაუშვეს სანაგვე ყუთში.
მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს
ერთმანეთს და გამოიტანეს დასკვნა: სისტემატიურად მიიღონ მონაწილეობა გარემოს დაცვაში.
რეფლექსია
2019 წლის 4ნოემბერიდან-18 ნოემბერამდე III კლასში განვახორციელე
სოციალური პროექტი თემაზე ,, ჩვენ და ბუნება. " ვფიქრობ შედეგიდან გამომდინარე მიზანს მივაღწიე ამ პროექტის
განხორციელებისას მოსწავლეებმა ისწავლეს სუფთა გარემოს მნიშვნელობა და გაითავისეს რომ ბუნება, რომელიც ყველაფერს გვაძლვევს ცხოვრებისათვის,
ჩვენგან მოფრთხილებას და დაცვას მოითხოვს.
გარემოს დაბინძურება ნარჩენებით და
ბუნებრივი რესურსების არასწორი გამოყენებით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დედამიწაზე.
პროექტის სწავლება თანამშომლობითი სწავლების მეთოდია, მოსწავლეებმა მოახდინეს პრობლემის იდენტიფიცირება, გადაჭრის გზების
ძიება. გაკვეთილის დასაწყისში კითხვებზე პასუხის
გაცემით გავააქტიურე წინარე ცოდნა.ვიდეოზე დაკვირვების შემდეგ უფრო ხალისით და ინტერესით
შეუდგნენ მსჯელობას როგორ იზრუნონ ბუნებაზე. რისი გაკეთება შეუძლიათ თითოელს ბუნების
დასაცავად. მოსწავლეებს განუვითარდათ გარემოსდაცვითი ცნობიერება,თანამშრომლობა,მაღალი
სააზროვნო უნარები, მოახდინეს შემოქმედებითი უნარების რეალიზება, მოხდა პროექტებით
სწავლებისა და არაფორმალური განათლლების ხელშეწყობა.
პროექტის განხორციეელებისას რაიმე
მნიშვნელოვანი პრობლემა არ ყოფილა. მომავალში შევეცდები უფრო ხშირად დავგეგმო და ჩავრთო
მსგავსი ტიპის პროექტებში სხვა მოსწავლეებიც,ასევე მშობლებიც.